ქართველი მოკრივე სახელოვან რუსთან დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი რუს მსოფლიო ჩემპიონ ანდრეი ზამკავოისთან მეოთხედფინალში დამარცხდა.

პირველი რაუნდი რუსი სპორტსმენის გამარჯვებით, 10:9 დასრულდა. შეხვედრის ხუთივე არბიტრმა მეორე რაუნდშიც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. მესამე რაუნდის შემდეგ ზამკავოის გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალში გასვლამდე 23 წლის მადიევმა ორი მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით მონაწილე ლოურენს სოტომაიორ კოლასო და უგანდელი შადირი ბვოგი დამაჯერებლად დაამარცხა.

altთუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

altქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად გამოვიდა.ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდა რინგზე და აშკარად მეტი შეუძლია.
სოსო
16:57 30-07-2021
0

სიახლეები პოპულარული