რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში არგენტინელი ვიქტორ ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ბრძოლა ნიუ-იორკში გაიმართა. შეგახსენებთ, 44 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს.

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ხურციძემ 38 ბრძოლა გამართა და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ავთანდილს 34 მოგებასთან ერთად 2 ფრეც აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჩაქუჩამ" 34-დან 23 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

შეგახსენებთ, ხურციძე რინგს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ქართველ სპორტსმენს ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა.

alt"ბოდიშს გიხდით,

მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

alt42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაღუპა ეს ბიჭი ფსევდოქუთაისურმა შავმა გაგებამ,რასაც გაუნათლებობის სინდრომიც დაემატა.
Status quo
11:38 01-06-2024
4
ტვინიც რომ ქონოდა ცოტა დიდ წარმატებას მიაღწევდა და ასე არ გაანიავებდა თავის შესაძლებლობას.
G.LA
16:01 01-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული