ქართველმა "ჰალკმა" "ტოპ 8" მოიგო და დადასტურებულად მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ტოპ 8 რაუნდის წაუგებლად მოიგო და დამსახურებულად ატარებს მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელის სტატუსს.

ლევანმა ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და ტოპ 8-ის პირველი შეჯიბრიც უპრობლემოდ მოიგო.

ლევანმა პირველ წრეში ამერიკელ "მოხუც" ტიმ ბრესნანს ასევე 6:0 მოუგო. მეორე წრეში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მსგავსი ანგარიშით დაამარცხა ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი.

საგინაშვილმა პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად ჯილდოდ 50 000 ამერიკული დოლარიც მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 25 /
გილოცავ ლევან, მაგრად ვინერვიულეთ შეხვედრამდე, მაგრამ სანერვიულო თურმე არაფერი გვქონია. ძალიან დიდი შრომის შედეგია ეს ყველაფერი. მკლავჭიდის მეფე ხარ და დარწმუნებული ვარ მინიმუმ მომდევნო 10 წელი ეგრე დარჩები. ველოდები იმ დღეს ტოდს და ჩაფის რომ გაუყენებ ლალეტინის გზას :))
Silibistro
13:59 09-12-2019
1
შეხედეთ მის ხელებს, კლავებს, მხრებს და მივხვდებით რამხელა უპირატესობა ჰქონდა. რამხელა შრომა და მონდომება ჰქონია რომ ასე განვითარდა. ყოჩაღ ლევანს და დიდი მადლობა. კარგია რომ ასეთი მაგარი გვყავს. წარმატებით გევლოს ლევანი.
G.LA
17:41 09-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული