გუშინ UFC 249-ზე მსუბუქი წონის დროებით ტიტულზე ერთმანეთს ამერიკელები, ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ. ჯასტინმა ფერგიუსონი, პრაქტიკულად, ყველა რაუნდში დაჯაბნა, ხოლო მეხუთე ხუთწუთეულში შეხვედრის რეფერიმ, ჰერბ დინმა შეხვედრა გეიჯის სასარგებლოდ გააჩერა.
მოგვიანებით ტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თვალურის დაზიანება აღმოაჩნდა.
UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა "თვითერის" საშუალებით ფერგიუსონს მხარი დაუჭირა:
"რაც უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის, ეს უკვე წარსულშია. თავი მაღლა ასწიე, ტონი. იმედი მაქვს, შენ და შენი ოჯახი კარგად იქნებით. როცა შენი ვაჟი გაიზრდება, ის იამაყებს შენით."
შემდეგ კვირას UFC უკვე დაკავდება ჯასტინისა და ხაბიბის ბრძოლის ორგანიზების პირველადი საკითხებით. მათი ბრძოლა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.