57 წლის ვანდამი მეგობრებთან სვამდა, მერე UFC-ის ჩემპიონთან სპარინგი მოუნდა და კბილები ჩამოუღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
90-იანების ლეგენდარული მსახიობი ჟან-კლოდ ვანდამი დღეს 61 წლის არის, თუმცა, ასაკის მიუხედავად, მსახიობს სპორტული ფორმა შენარჩუნებული აქვს და მისი ხელები და ფეხები ძველებურად სწრაფია.

რამდენიმე წლის წინ კი ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა. ჟან-კლოდი UFC-ის მჩატე წონის მაშინდელი ჩემპიონის, კოდი გარბრანდტის დააბაზში უნდა მისულიყო, თუმცა მსახიობმა ძალიან დაიგვიანა, ის თავის მეგობრებთან ადგილობრივ ბარში იმყოფებოდა და სვამდა.

როცა დარბაზში გამოცხადდა, დიდი ხანი ხურდებოდა და უცნაურად იქცეოდა:

"პირველ დღეს, როცა მოვიდა დარბაზში, მან თქვა: კარგი, ახლა მე უნდა გავხურდე". მან 38 წუთი გახურებას
მოანდომა, ზუსტად 38 წუთი. თავზე პირსახოცი შემოიხვია და ცდილობდა, ძალიან გაოფლილიყო. მერე თქვა, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ რამდენიმე წუთის წინ მეგობრებთან ერთად ბარში სვამდა", -
იხსენებს კოდი.

როცა დაასრულა გახურება, გალიაში შევიდა და ახლა კოდის დააწყებინა იგივე.

"გალიაში შევედით და მეგონა, სპარინგს დავიწყებდით, თუმცა ახლა მე დამიწყო მოთელვების კეთება. ისეთ სავარჯიშოებს მაკეთებინებდა, რომლებიც ძალიან მიჭირდა. მე საერთოდ არ ვარ მოქნილი, ის კი პირიქით იყო. თანაც, 60 დღე არ მქონდა ნავარჯიშები".

მოთელვის შემდეგ ნანატრი სპარინგის დროც მოვიდა. ვანდამი საჩვენებელ დარტყმებს ახორციელებდა. ისინი არც სწრაფი და არც ძლიერი იყო, თუმცა ერთ მომენტში დისტანცია და ფეხის ძალა ვერ გათვალა და კოდის პირდაპირ ტუჩში მოარტყა. აღსანიშნავია, რომ მას დამცავი არ ეკეთა, ვინაიდან მსუბუქ, ფაქტობრივად, უკონტაქტო სპარინგს ვარაუდობდა. მებრძოლმა კბილები დაიზიანა და ეს მის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. ის გაბრაზდა და გალია დატოვა:

"მან ფეხი პირდაპირ კბილებში გამარტყა. ძალიან გავბრაზდი, კბილი დამიზიანდა. ჩემს მწვრთნელს ვუყურებდი და ვფიქრობდი: "მომაშორეთ ეს კაცი აქედან!" მან კბილებში მომარტყა, თუმცა ეს რეალური სპარინგი არც ყოფილა", - ამბობს კოდი.

სიტუაცია იურაია ფეიბერმა განმუხტა და მებრძოლი და მსახიობი შეარიგა. მეტიც, მათ ვარჯიშის მერე დრო გაატარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული