MMA-ში რამდენიმეს დავანოკაუტებ და კრივს დავუბრუნდები - დერეკ ჩისორა MMA-ში გადასვლისთვის ემზადება [PHOTO]

AutoSharing Option
სანამ ნახევრად მძიმე წონის ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი არკვევს, როდის შეძლებს დერეკ ჩისორასთან ჩხუბს, დერეკი დროს არ კარგავს და თავის ძალებს MMA-ში მოსინჯავს.

"მე მზად ვარ. ჩემს მენეჯერ დევიდ ჰეის რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ გალიაში ბრძოლა მომიწყოს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვიჩხუბებ ან MMA-ში, ან უსიკის წინააღმდეგ.

ზოგიერთი მებრძოლი MMA-დან კრივში გადმოდიოდა, მე მინდა ვიყო ის, ვინც კრივიდან გადავა შერეულ ორთაბრძოლებში. რამდენიმე ბიჭს გართობისთვის დავანოკაუტებ. ყოველდღე ვვარჯიშობ სერიოზულ სპარინგ-პარტნიორებთან. ძალიან მტკივნეული პროცესია, თუმცა ახლა ეს მჭირდება. არ
ვიცით, როდის გვექნება კრივში მატჩი. ასე რომ, თავს შერეულ ორთაბრძოლებში ვცდით.

მებრძოლი ვარ და კარიერას რომ დავამთავრებ, არ მინდა რამე ვინანო, მინდა კმაყოფილი ვიყო. გადავალ, უცბად დავანოკაუტებ ხალხს, დავბრუნდები კრივში, უსიკს დავანოკაუტებ, სახლში წავალ და ვიზეიმებ", - განაცხადა ჩისორამ Sky Sports-თან ინტერვიუში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული