ნურმაგომედოვმა მამის გარდავალების შემდეგ პირველად დაწერა: შენ იყავი მამა, ძმა და მწვრთნელი

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის, გარდაცვალების შემდეგ, "ინსტაგრამზე" პირველ პოსტს ქვეყნებს. 

"დამაკლდები, მამა. შენ იყავი: მამა, მეგობარი, ძმა და მწვრთნელი ერთ ადამიანში. პრაქტიკულად რაც კი ვიცი, ყველაფერი შენ მასწავლე. იმედი მაქვს, ჩემით კმაყოფილი იყავი. მშობლების კმაყოფილება, ალაჰის კმაყოფილებას ნიშნავს", - წერს ხაბიბი. 

შეგახსენებთ, აბდულმანაპს გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ კორონავირუსმა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესა, 2020 წლის 3 ივლისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა აბდულმანაპის გარდაცვალება გაასაჯაროვა. 

altდიდი ტრაგედია ხაბიბის თავს - ნურმაგომედოვის მამა გარდაიცვალა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული