ხვალ, 11 ოქტომბერს, UFC FIGHT ISLAND 5-ის ფარგლებში ქართველი მებრძოლებიც იბრძოლებენ.
გიგა ჭიკაძე ომარ მორალესს დაუპირისპირდება, ხოლო ილია თოფურია - იუსუფ ზალალს.
აღსანიშნავია, რომ UFC-ში ილია თოფურიასთვის ეს ბრძოლა სადებიუტოა. ქართველს 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 8-შივე ვადაზე ადრე იმარჯვა.
რაც შეეხება ჭიკაძეს მისთვის მორალესთან ბრძოლა UFC-ში რიგით მეოთხეა. ჩატარებულ 3 ბრძოლაში გიგამ 3-ივეჯერ გაიმარჯვა.