"თუ ვინმე გეცნობათ, შემატყობინეთ, წავალ მათ სახლებში და..." - აშშ-ში მერაბ დვალიშვილი გაძარცვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ში ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის ავტომობილი გაძარცვეს. ამის შესახებ სპორტსმენმა ინფორმაცია და ვიდეო თავად სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"შენი სახლი უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. გუშინ ავტომობილის კარი არ ჩავკეტე და ზოგიერთი "ლუზერი" ჩემს უბანში მანქანის კარებს ამოწმებდა.

ჯერ საფულე მომპარეს, შემდეგ კი დაბრუნდნენ და უნდოდათ, რომ ავტომობილიც მოეპარათ, მაგრამ მეზობელმა დაუყვირა და მშიშრებივით გაიქცნენ!

ვეგასელო ხალხო, თუ ვინმე გეცნობათ ამ ფოტოებსა და ვიდეოებში, შემატყობინეთ, მივალ მათ სახლებში და საქმეს მივხედავ", - წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მერაბ, მთელი საქართველო გგულშემატკივრობს! საქმის გარჩევებს დაანებე თავი, შარში არ გაეხვიო! ჰო იცი ამერიკაშ კანონები ორმაგი სტანდარტებითაა, არაფერს არ გაპატიებენ. წარმატებებს გისურვებ. ვამაყობთ შენით!
alexandre
14:21 23-01-2024
5
მერაბ ნუ ძველბიჭობ ერთი თუ ღმერთი გწამს, მოიქეცი ისე როგორც კანონს შეეფერება, თორემ სახლში ვინმეს რომ მიადგე შენც კარგად იცი ან ხელბორკილებით გამოგიყვანენ, ან კიდევ ოდნავ დამძიმებულს გამოგიტანენ
მამუკა
17:24 23-01-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული