"მე უფრო ქართველი ვარ, ვიდრე მერაბი" - ნურმაგომედოვის ამ განცხადებას დვალიშვილმაც უპასუხა

AutoSharing Option
19 იანვარს, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, ქამარს რუსი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

ბრძოლა UFC 311-ზე გაიმართება.

ნურმაგომედოვმა MMA Pros Pick-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი უფრო მეტად ქართველია, ვიდრე დვალიშვილი.

"მე უფრო ქართველი ვარ, ვიდრე მერაბი. ის საქართველოს მხოლოდ ტატუთი და შავი ფაფახით წარმოადგენს, სხვა დანარჩენზე რას იტყვით? ნებისმიერი მასზე უფრო სამაგალითო იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

მერაბმა რუსი მებრძოლი უპასუხოდ არ დატოვა.

"ის საერთოდ არაფერს წარმოადგენს, მას დაღესტანიც კი არ შეუძლია წარმოადგინოს. უმარი არც რუსია და არც ქართველი.
ის დაღესტანიდანაა მაგრამ რუსეთს წარმოადგენს", - განაცხადა დვალიშვილმა.

alt"არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი" - მერაბ დვალიშვილი

alt"იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე

alt"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…" მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს

მკითხველის კომენტარები / 19 /
ცარუკიანმა სომხური ჩაატარა,ჩაეხსნა ბრძოლას.ახლა დაელოდება ისლამი როდის შეიცვლის წონას და მერე მოიგებს ქამარს
Levani
00:13 18-01-2025
0
ისე ამდენი ხნის განმავლობაში ცოტა ფული ინგლისურის მასწავლებლებში დაგეხარჯა კაი იქნებოდა, ბექას სკოლას მიმართე თუ ვერ ნახე ნევადაში ვერავინ მერო
ბექა
21:15 17-01-2025
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული