09:31 19-01-2025
არის! მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა! [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც.
მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.
დვალიშვილის დომინაცია მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა და მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ნურმაგომედოვს არაფერი გამოსდიოდა და რუს მებრძოლს დაღლაც დაეტყო.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა
მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.
ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
მკითხველის კომენტარები / 82 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გილოცაც მერაბ ! ! ! შენ დღეს საქართველო გაახარე. რუსები მუდამ დამარცხებული გვენახოს საქართველოსთან!!!
2
0
ვულოცავ მერაბს! გილოცავთ ყველას, ეხლა ცოტას მოგიყვებით ამ შეხვედრის ბრძოლის დეტალებზე, ეს უბრალო შეხვედრა არ იყო, ვინც არ იცით , ჰაბიბა არის ძალიან დიდი პიროვნება, 29-0 აქვს მოგებული და ტრიუმფით დაასრულა თავის კარიერა, მას აქ ძალიან დიდი კლანი, არამარტო რუსეთში და ჩრდილო კავკასიაში არამედ მთელ მსოფლიოში, უმარი თავისი ბიძაშვილია და აქამდე რო მივიდა ჰაბიბას დამსახურებაა 18-0 შედეგი რო ქონდა, სულ სუსტებს ახვედრებდენ, (მაგალითად ჩიმაევი თავის წონაში ყველას და ყველაფერს ანგრევს მაგრამ მაინც არ უნიშნავენ საჩეპიონო ბრძოლას პატრონი არ ყავს ასე ვთქვათ) მერაბმა დაამარცხა არამარტო უმარი არამედ მთელი ზემოთ მოხსენებული კლანი, დანას ჩათვლით, მთელი იდეოლოგია, რაც მთავარია ის ადამიანები რომელთაც თავისი ქვეყანა არ აქვთ და დროშა, შურთ ქართველების (რათქმაუნდა ყველაზე არ ვიძახი) ტრაკზე იხევიან ქართულ ხუთჯვრიან დროშას რო ხედავენ აღმართულს და გამარჯვებულს, და ყველაზე საწყენი ის არის რომ აქ, ჩვენთან არიან ეგ ადამიანები, საწყენია რომ არ გაგეხარდება შენი თანამემამულეს გამარჯვება, აქეთ მერაბზე იძახიან ცუდს იქით ხვიჩაზე იქით თოფურიაზე და ასე შემდეგ.
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
29.00 k
45.00 k
სიახლეები
პოპულარული