არის! მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც.

მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.

დვალიშვილის დომინაცია მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა და მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ნურმაგომედოვს არაფერი გამოსდიოდა და რუს მებრძოლს დაღლაც დაეტყო.

საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის
ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

მკითხველის კომენტარები / 89 /
რა თქმა უნდა ვულოცავ მერაბს,ამ ბრწყინვალე,მაგრამ საკმაოდ მძიმე მრძოლის მოგებას,მაგრამ აქ რაც ვიდეო გაქვთ დადებული,ძალიან უხარისხოა,უფრო მეტად ოქტაგონის ბადეები მოჩანს.არ შეიძლება სხვა ვიდეოთი ჩაანაცვლოთ?იუთუბიზე,ქართულენოვანი ჩანაწერიც დევს,მშვენიერი ჩანაწერია!
სოსო
21:21 19-01-2025
0
კავკასოიდებო დაიმახსოვრეთ. არანაირი კავკასიური იდეა არ იარსებებს, ესენი ჩვენი მტრები არიამნ და იქნებიან მუდამ. ჩვენ ვართ ქართველენი და ჩვენ არ გვყავს მეგობრები, ჩვენით უნდა გავიტანოთ ჩვენი თავი
Star Lord
18:53 19-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული