" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

"მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, ჩვენ შენით ვამაყობთ, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება", - წერს თოფურია. 

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო,
აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოკეტე, ილო!
მატჩამდე უნდა მხარი დაგეჭირა, გვერდში მდგარიყავი და მერაბის კუთხეში დაგვენახე. მერაბის გამამხნევებელი კომენტარები გაგეკეთებინა, როგორც ყველა დაღესტანელი აკეთებდა.

ეხლა გამოჩნდი. ეხლა გამოჩნდებიან დანარჩენი ჩვენებური მებრძოლები...

ეს ბრძოლა მერაბმა მარტოკამ ყველას წინააღმდეგ გაიმარჯვა! გულშემატკივარს ვერ გააცურებთ!
გია_544
10:17 19-01-2025
31
გილოცავ მერაბ მაგარი კაცი ხარ. ისე ბექაური და ტატო გრიგალაშვილი რომ წავიდნენ მაგ სპორტში ალბათ ვერავინ მოუგებდათ. რასაც ვუყურებ 70 პროცენტი ჭიდაობაა და თუ დააგდე ტატამზე უკვე შენია. წარმატებები ქართველ გმირებს.
კახა
11:02 19-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული