დვალიშვილის კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში ქართველმა მებრძოლმა ისტორია დაწერა. მან ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი გდება ("თეიქდაუნი") დააგროვა. კარიერის განმავლობაში დვალიშვილს 91 გდება აქვს შესრულებული, ჟორჟ სენ-პიერს კი 90 გდება ჰქონდა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი
მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაი რა რა გდებები ათრია და სცემა იმ ომარამ ეს მასხარა
14
კარიერის ფოტო!!
მაგარია
14:53 19-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული