რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ქართველმა ამ გამარჯვებით 500 000 დოლარი გამოიმუშავა, დამატებით 50 000-ს კი ბონუსის სახით ივენთის საუკეთესო ბრძოლისთვის მიიღებს.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბრავო დვალიშვილს მიხარია და ამაყი ვარ რომ ქართველი ვარ ბრავო ბრავო ბრავო მერაბ !!!
გენაცვალე მერაბ
11:39 19-01-2025
1
ყოჩაღ ვანელო “ზემლიაკო” ვამაყობ მე და მთელი საქართველო
ავთო გოგოძე
12:02 19-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული