შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში თქვა, რომ რონალდომ ის ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში გააუპატიურა.
ქალი ამტკიცებდა, რომ რონალდომ ის ძალის გამოყენებით დაიპყრო და ასევე, ის ანალურად გააუპატიურა.
მაიორგამ პოლიციაში განცხადება დაწერა.
"ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო განაცხადება, რომელიც ეხება 2009 წლის 13 ივნისის თავდასხმას. მაშინ, როცა ოქმი შედგა, მსხვერპლმა დეტექტივებს ადგილსამყოფელის შესახებ არ უთხრა და ეჭვმიტანილის აღწერა არ წარუდგენია. მოხდა სამედიცინო შემოწმება.
2018
ამ სკანდალური ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ რონალდოს 23 წლის შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი გამოექომაგა და "ინსტაგრამზე" მხარდაჭერა აღუთქვა.
"წინააღმდეგობა გზაზე ყოველთვის უფრო ძლიერს გვხდის და გვეხმარება, გავიზარდოთ! მადლობა კარგი თამაშისთვის. მე შენ მიყვარხარ, კრიშტიანო!", - დაწერა როდრიგესმა რონალდოს ბოლო მატჩის შემდეგ და ტრიბუნაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ რონალდომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მაიორგას მხოლოდ მისი სახელის გამოყენება და პოპულარობა სურს.
რონალდო ამტკიცებს, რომ კეტრინ მაიორგა არ გაუუპატიურებია და "შპიგელს" სასამართლოში უჩივლებს