იტალიის ყველაზე სექსუალური სპორტსმენი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა [PHOTO]

AutoSharing Option
იტალიელ კალათბურთელს ვალენტინა ვინიალის Instagram-ზე 2 მლნ ხელმომწერი ჰყავს და ის იტალიის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად ითვლება.

უამრავი ადამიანი ყოველდღიურად შედის მის გვერდზე და ათვალიერებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რისი გავლა მოუწია ლამაზმან კალათბურთელს.

2012 წელს "ფორტიტუდოს" ექიმმა, რომლის ღირსებასაც იცავდა ვინიალი, ყურადღება მიაქცია მცირე ზომის დაბეჟილობას, რომელიც ვინიალის ყელზე ჰქონდა და კალათბურთელს სრული შემოწმების გავლა ურჩია.

შემოწმებამ აჩვენა, რომ ლამაზმანს სიმსივნე ჰქონდა. მკურნალობა ოპერაციას გულისხმობდა, რომლის მიხედვით ვინიალისთვის ყელი ყურიდან ყურამდე უნდა გაეჭრათ.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ქალი არ დანებდა, თავის
პროფესიებზე (მოდელი და სპორტსმენი) მუშაობა გააგრძელა და 3 წლის შემდეგ მთლიანად გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ვალენტინას სიმაღლე 183 სანტიმერია, ხოლო მისი პარამეტრები 90-62-95-ია. ასეთ მონაცემებით ვალენტინა ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად მოდელი და კალათბურთელია.

ვალენტინა ხშირად სტუმრობს სავარჯიშო დარბაზს და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული