როგორ გამოიყურება NBA-ს ვარსკვლავის სახლი, რომელსაც 8 მლნ დოლარად ყიდის PHOTO]

AutoSharing Option
NBA-ს ვარსკვლავმა კრის პოლმა ჰიუსტონში მდებარე სახლი გასაყიდად გამოიტანა და არც ისე იაფი - 8.3 მილიონი დოლარი დააფასა.

ფოტოები გვიჩვენებს, რომ სახლი მოდერნისტული და ხმელთაშუაზღვისპირული სტილით არის ნაშენები. გეომეტრიულ სტილში აშენებულ სახლს კირქვის მასები აქვს გარშემო. ასევე, არის რამდენიმე შუშით შემოფარგლული ოთახი, კირქვით მოპირკეთებული აუზი. სახლი დაფარულია ფრანგული სახურავის ფილებით და 200-წლოვანი მუხის მასალისაგან დამზადებული ჭერის კოჭით.

ჩანაწერების მიხედვით, ბატონმა პოლმა სახლი 2018 წელს 6.9 მილიონ დოლარად შეიძინა. ასევე, უცნობია საბოლოო ფასი, თუ რამდენად გაყიდის პოლი თავის სახლს.

კალათბურთელს ძალიან
მოსწონს ხმელთაშუაზღვისპირული სტილის სახლები. მსგავსი ტიპის საცხოვრისი ჰქონდა კალიფორნიაში და 2017 წელს 8.7 მილიონ დოლარად გაყიდა.

34 წლის კრის პოლი "ჰიუსტონ როკეტსმა" "ოკლაჰომა სიტი სანდერსს" გაუცვალა ამა წლის ივლისში. NBA-ს 14-წლიანი კარიერის განმავლობაში პოლს "ნიუ ორლეანსა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსშიც" უთამაშია. ის 2005 წელს სეზონის დებიუტანტის ტიტულით დააჯილდოეს და ასევე აქვს მოგებული ორი ოლიმპიური ოქროს მედალი 2008 და 2012 წლებში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული