ზურაბ კინწურაშვილის გამარჯვებამდე მცირე ხნით ადრე ოქროს მედლით გაგვახარა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.
ჩემპიონის ტიტულისკენ სვლა კინწურაშვილმა 1/8-ფინალში დაიწყო, სადაც ირლანდიელი ლეროი ნსილუ დილანდუ დაამარცხა - 13:9, 12:3.
მეოთხედფინალში ქართველმა მებრძოლმა პირველი სენსაცია შემოგვთავაზა: ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონს, ესპანელ დანიელ კუესადა ბარერას სძლია -
ნახევარფინალში მან მეორე სენსაციით გაგვახარა, როცა ურთულეს და ძალიან დაძაბულ პაექრობაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, წლევანდელი მსოფლიო პირველობის ფინალისტი, სერბი სტეფან ტაკოვი ჩამოიშორა გზიდან - 2:2, 11:10.
ფინალში ზურაბის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდის წევრი ნეძად ჰუსიჩი გახლდათ, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა პირველი ნახევარი 10:7, ხოლო მეორე 6:4 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ტაეკვონდო ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაში მეორედაა 2015 წლის სადებიუტო ტურნირის შემდეგ.
geonoc.org.ge