ქართველებიდან ასპარეზობაში 2 სპორტსმენი ჩაერთო.
16 წლის ზურაბ კინწურაშვილი ტაეკვანდოში ოლიმპიური ოქროს უმთავრეს კანდიდატს, სამხრეთკორეელ იმ სონგბის შეხვდა და 11:30 დამარცხდა.
18 წლის ჩოგბურთელი ანა მაქაცარია ირლანდიელ ჯორჯია დრამისთან ერთად იაპონელთა დუეტს, ნაჰო სატოსა და იუკი ნაიტოს შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 1:6, 5:7 დამარცხდა. დღეს მაქაცარია ერთეულთა თანრიგში იასპარეზებს.