საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ხელჩართული ბრძოლების" ისტორიაში, ქართველებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა 2019 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიპციგში ჩატარდა.

"საქართველოს ხელჩართული ბრძოლების ასოციაციის" თავმჯდომარის, ირაკლი ბოლქვაძის ორგანიზებით, წარდგენილი იყო MMA-ს კლუბ worriors tbilisi-ს ორი სპორტსმენი: ალეკო საღლიანი და გიორგი ქიმაძე.

მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლები პირველად გადიოდნენ სპორტის ამ სახეობაში, ალეკო საღლიანმა შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება, ხოლო გიორგი ქიმაძემ შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში ნოკაუტით გაიმარჯვა გერმანელ მებრძოლთან. მისი ნოკაუტი საუკეთესო იყო მთელ ჩემპიონატზე.

ხათუნა კორთხონჯია სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული