ძალა ამოქმედდა: შესაძლოა, რუსეთის სანქციები გადაიხედოს - 18 დეკემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. უგოლო და ზედმეტად მშვიდობიანი "ელ კლასიკო" და შენარჩუნებული ორხელისუფლებიანობა.

2. მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელებმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

3. სერხიო რამოსის თქმით, მადრიდულ კლუბს ორი პენალტი არ დაუნიშნეს.

4. რონალდომ "იუვენტუსს" გამარჯვება 2.56 მეტრის სიმაღლიდან გატანილი გოლით მოუპოვა!

5. "ლივერპულმა" შეცვლაზე შესული ფირმინოს გოლით "მონტერეის" კომპენსირებულ დროში სძლია.

6. prosports.kz: "ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან მოლაპარაკება დაიწყო.

7. მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტი: ჯანო ანანიძე კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი ინიციატივით შეგვხვდა.

8. Marca: გიორგი პაპუნაშვილისთვის MLS საუკეთესო გამოსავალია, მსურველი კლუბიც არის.

9.
ავსტრიული გამოცემა: ოთარ კიტეიშვილი თუ ასე განაგრძობს, ავსტრიის ბუნდესლიგაში დიდი ხანი არ დარჩება.

10. ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო.

11. გვარდიოლამ "რეალთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

12. "5 წლის ბავშვივით ტიროდა" - მარადონამ მესის შესახებ ისაუბრა.

13. "ინდიანამ" "ლეიკერსი" დაამარცხა, გოგა ბითაძე არც კი ათამაშეს.

14. ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა.

15. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიუნტერ იანგერმა რუსულ მედიასაშუალება TASS-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუსი სპორტსმენების საქმეს გადახედოს. მისი თქმით, ახალი მტკიცებულებების გამოჩენასთან ერთად, სასამართლო საქმის განხილვას დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს და განსაკუთრებით გერმანულს. კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროპის ნაწილი რომ ორმაგი სტანდარტი მათი ორგანული ნაწილია.
მალაქია
16:22 19-12-2019
2
ფული ჯოჯოხეთს ანათებს..
გია
16:12 19-12-2019
3

სიახლეები პოპულარული