"ბენფიკას" ფანი ლისაბონში შიშველი 1 კმ დარბოდა, მიზეზი გერმანელი ფეხბურთელია - 8 იანვრის დაიჯესტი [VIDEO]

AutoSharing Option
1. გიორგი ჭანტურია "საბურთალოში"? - გია ცეცაძის პრესკონფერენცია.

2. ATP CUP: საქართველო-ურუგვაი 2:0, ბასილაშვილმა მძიმე ბრძოლაში კუევასი დაამარცხა.

3. რუსული მედია: ცნობილი გახდა, რა პირობებით სურს თურქულ კლუბს ჯანო ანანიძის აყვანა.

4. ტარიელ ხეჩიკაშვილი: "არარატთან" წაგებამ ჩვენი იმიჯი შელახა, თუმცა ახალი მწვრთნელის მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრა იქნება.

5. "იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდს ათენში ესროლეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

6. ჩოგბურთელები მშობლებს უტევენ - ციციპასმა მამას ჩოგნის ნაწილი "უძღვნა", დედამ კი შვილი დატუქსა.

7. მერაბ დვალიშვილი UFC-ში მეხუთე ბრძოლას გამართავს!

8. "პასუხს 15 იანვრამდე
ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?

9. მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ.

10. კროოსმა კუთხურიდან ჩაახვია - "რეალმა" "ვალენსიას" უპრობლემოდ სძლია.

11. იტალიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს გამომძალველობისთვის 3.5 წელი მიუსაჯეს.

12. იკარდის პირველი პარიზული ჰეთ-თრიქი და 17 გოლი 19 მატჩში.

13. ცრუ ბრალდება ლაშა ტალახაძის მიმართ - ძალოსნობის ფედერაციის გამოხმაურება.

14. ლისაბონის "ბენფიკას" 19 წლის ფან დუარტე მენდეშს, რომელმაც 1 თვის წინ სიტყვა დადო, ახლა ამ პირობის შესრულება და ლისაბონის ქუჩებში შიშველს მოუწია სირბილი. საქმე ეხება გერმანელი ფეხბურთელის, იულიან ვეიგლის "დორტმუნდიდან" "ბენფიკაში" ტრანსფერს. თუ ეს მოხდებოდა, დუარტემ თქვა, რომ ლისაბონში შიშველი 1 კმ-ს გაირბენდა. ტრანსფერი შედგა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, 19 წლის ფანს თავისი სიტყვა სწორედ ვეიგლმა გაახსენა. დუარტესაც სხვა გზა აღარ დარჩა და პორტუგალიის დედაქალაქში შიშველმა 1 კმ გაირბინა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წაიკითხეთ სათაური და მიხვდებით, რომ ეს ვითომ ჟურნალისტი (ხვიჩა ყაზაიშვილი) ქართულის გაგებაში არაა, მარა ეტყობა პატრონიანია.
გიორგი
11:22 09-01-2020
4

სიახლეები პოპულარული