ელენა ისინბაევა: კონსტიტუცია წავიკითხე, საოცარი წიგნია

AutoSharing Option
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მრავალი მსოფლიო რეკორდის მფლობელმა და მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჭოკით ხტომაში, წარმოშობით თაბასარანელმა სპორტსმენმა ელენა ისინბაევამ 37 წლის ასაკში პუტინთან შეხვედრისას კონსტიტუციის წაკითხვით მიღებული აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, უდიდეს მადლობას გიხდით სამუშაო ჯგუფში ჩართვის გამო. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ახლა წავიკითხე. აქამდე ამის მიზეზი და ვალდებულება არ მქონდა.

ახლა კი ვხვდები, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, ის ყველამ უნდა წაიკითხოს. კონსტიტუციიდან ბევრი საოცარი რამ ამოვიკითხე და ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგე", - განაცხადა ისინბაევამ.

საკუთარი ინტელექტუალური
აღფრთოვანების გაჟღერების შემდეგ ისინბაევამ სრულიად ლეგიტიმურად დასვა შეკითხვა ქვეყნის რეგიონების სპორტული განვითარების შესახებ. ელენა სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად და როგორც ჩანს, ისიც ბასრად იკვალავს გზას პოლიტიკისკენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზორბეგს - "რატოა ეს სტატია აქ?" იმიტომ, რომ ასეთი კარგი რამ, ასეთი ირონია, არათუ ქართულ სპორტულ, არამედ საერთოდ პრესაში, კარგა ხანია არ წამიკითხავს. ეს ნათლად გადმოსცემს ადამიანის სიდებილესა და ამავდროულად "პადხალიმობას" (ქართული შესატყვისი სიტყვა მლიქვნელობა ნაკლებად შეესაბამება). ყოჩაღ ავტორს. მის შინაარსსა და დედა-აზრს ყველა ვერ ჩასწვდება.
ავთო
04:36 15-02-2020
0
რატოა ეს სტატია აქ?
ზორბეგი
00:46 15-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული