ლუკა ზარანდია კარიერას... ყაზახეთში გააგრძელებს - 18 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანმა პსჟ-ს მოუგო, "ატლეტიკომ" - "ლივერპულს".

2. კვირკველიამ "ლოკომოტივის" სასტარტოში საბოლოოდ დაიბრუნა ადგილი.

3. "ბარსელონა" სკანდალის პირას: პრეზიდენტი "ბოტებს" მესის წინააღმდეგ იყენებდა, ლაპორტა ყველას გადადგომას ითხოვს.

4. საქართველოს რაგბის კავშირმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა.

5. დანაკლისი ბელარუსის ნაკრებში - ჩვენს მეტოქეს კაპიტანი, მეკარე და შემტევი გამოაკლდა.

6. თურქმა ფორვარდმა 4 წუთში ორი პენალტი გააფუჭა და მწვრთნელი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.

7. საქართველოს ელჩი "ანკარაგიუჯიუს" ესტუმრა და ლობჟანიძე მოინახულა.

8. milliyet: ლობჟანიძე "ფენერბახჩესთან" გამარჯვების ერთ-ერთი არქიტექტორი იყო.

9. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი გასახდელი მორგს ჰგავდა.

10. "დილამ" ისევ არ გაუშვა გოლი, თუმცა ისევ ვერ გაიტანა.

11. რენიერი მადრიდის "რეალში" პრეზენტაციაზე ატირდა.

12. კლოპი: მაგათთვის 1:0-იც საკმარისი იყო - ჩამოვლენ "ენფილდზე".

13. სპორტული გაზეთი "ლელოს" ინფორმაციით, "ზულტე ვარეგემის" 24 წლის შემტევი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს და კოსტანაის "ტობოლში" 4-თვიანი იჯარით ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად ითვლება, "არკაში" დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, დიდი ალბათობით, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რისი შესაძლებლობაც აქვს იმ დონეზე წავიდა სათამაშოდ. ყაზახეთზე მეტი ზარანდიას არც არასოდეს შეეძლო. ისევე როგორც ჭანტურიას.
ჩაკვეტაძეს ცოტა მეტის პოტენციალის აქვს ვიდრე ყაზახეთია, თუმცა, არც იმდენად დიდი, რომ გრანდებში ითამაშოს. ნელ-ნელა იკვეთება, რომ ყველაფერი გადაჭარბებული იყო, ბელგია-ჰოლანდია ჩაკვეტაძისთვის ალბათ მაქსიმუმია და კარგი იქნება თუ დამკვიდრდა და ფეხი მყარად მოიკიდა.
ჯერი
13:00 19-02-2020
10
ჯაბასთან და კვეკვესთან ლუკას ყოფნა კარგია
ბევრ მაგალითს აიღებს კანკავა სამაგალითო ფეხბირთელია და პროფესიონალი
იმედია ლუკა მანდ არ ჩარჩები და ნაყოფიერად გამოიყენებ ამ დროს
რატი
12:13 19-02-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული