სხვას ჩასვამდნენ, რონალდინიო გამოუშვეს - 5 მარტის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გოგა ბითაძემ "მილოუკის" 7 წუთში 9 ქულა ჩაუგდო.

2. ESPN-ის სურვილი თუ ვარაუდი - კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.


4. პარაგვაის პროკურორი რონალდინიოს დაკავებას გეგმავს.

5. [მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

6. ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა.

7. გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი - რობერტ შავლაყაძე.

8. ახალქალაქელი ცარუკიანი UFC-ში 11 აპრილს იბრძოლებს.

9. უეფა ჩემპიონთა ლიგის ზაფხულის ანალოგს 2021 წლისთვის გეგმავს.

10. საქართველოს ქალთა
ნაკრებმა მალტასთან გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

11. 110 წლის შემდეგ პირველად, ესპანეთის თასზე ბასკური ფინალი გაიმართება.

12. ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდა რონალდინიომ პარაგვაის დედალაქაქ ასუნსიონის პოლიციის მთავარი განყოფილება დატოვა და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაინაცვლა, სადაც ძმასთან ერთად იმყოფება.

რონალდინიომ, რომელსაც კანონიერი საბუთებიც ჰქონდა თან, პარაგვაის საზღვრის გადაკვეთისას ყალბი პასპორტი გამოიყენა. ასუნსიონის პოლიციის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ავთენტური საბუთები იყო, თუმცა "ვიღაცამ" მასში პირადი მონაცემები შეცვალა.

ბრაზილიელი გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება ისევ გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რატომ ცდილობდა რონალდინიო საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთას, როცა საკუთარი დოკუმენტებიც თან ჰქონდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული