დიახ, დაგვჩაგრეს - ფარიკაობის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და არბიტრების მიერ სანდრო ბაზაძის მისამართით მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებებს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა:

"ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები დასრულდა ... საქართველო გუნდურ ჩათვლაში, 206 დელეგაციას შორის, 32-ე ადგილზე გავიდა, მედლების რაოდენობით კი სულაც 28- ადგილზეა 

საქართველოსთვის ეს მხოლოდ ისტორიულ შედეგი არ არის (ერთ ოლიმპიადაზე აქამდე 8 მედალი არ მოგვიპოვებია), ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და რომ არა, ცოტა უიღბლობა და რამდენიმე გაუგებრობა საქართველო კიდევ უფრო წინ იქნებოდა!

დევიზი: „უკეთ ვიდრე რიოში’- შესრულებულია!

ქართული სპორტის ქომაგი დღეს სინანულით საუბრობს: მეტიც შეიძლებოდა ... დაგვჩაგრეს ... არ გაგვიმართლა!!! დიახ, შეიძლებოდა ... დაგვჩაგრეს ... არ გაგვიმართლა !!! და ეს სიტყვები პირველ რიგში სანდრო ბაზაძეს ეხება, ქართველ ხმლით მოფარიკავეს, რომელმაც თავისი ბრძოლით, ჟინით, თავდადებით ყველა აღაფრთოვანა, მაგრამ რაც მოხდა ყველამ ნახა, ხალხს ვერ მოატყუებ. არა მხოლოდ ქართველმა, არამედ ყველა ქვეყნის გულშემატკივარმა დაინახა, ყოველ შემთხვევაში ვისაც სურდა, რაც მოხდა. ბევრი დარწმუნდა, ბევრმა დაიჯერა, ბევრმა გაიგო, რომ 28 წლის ქართველი თავის გამორჩეული მანერით დღეს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოფარიკავეა, სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მეოთხეა !

მთავარი ბრძოლები წინაა, დღეს სანდრო უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი თვის წინ. სპორტსმენმა, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად ფარიკაობით ცხოვრობს, წარმოუდგენელია სწორი დასკვნები არ გააკეთოს და სოკ-ის ახალი დევიზი „უკეთ ვიდრე ტოკიოში“ არ შეასრულოს!

წარმატებები სანდრო, წინ ახალი თავგადასავალია სახელად პარიზი 2024..."

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -
ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

altბაზაძე: არაკომპეტენტური მსაჯებისთვის პასუხის გასაცემად ყველაფერს გავაკეთებ

altგენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

altთუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული