ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა გუნდი გამოვლინდა

AutoSharing Option
17 იანვარს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გამგეობის სრულმა, 11-წევრიანმა შემადგენლობამ, რომლებმაც დეტალურად იმსჯელეს ქართველ მოციგურავეთა სპორტულ ფორმაზე, მათ მზაობასა და სეზონის პირველ ნახევარში მიღწეულ სპორტულ შედეგებზე.

2022 წლის დასაწყისი საქართველოს გუნდისა და მთლიანად ფედერაციისათვის განსხვავებულ, გამორჩეულად საპასუხისმგებლო სპორტულ სეზონს დაემთხვა, რადგან საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ
თამაშებზე ქართველი მოციგურავეები ერთდროულად ორ სეგმენტში, გუნდურსა და ოთხივე კატეგორიაში ინდივიდუალურ სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომაც ფედერაციისათვის
ნაკრები გუნდის დაკომპლექტებისას მთავარი კრიტერიუმი მოქმედი მოციგურავეების მაღალი სპორტული შედეგები და მათი პერსპექტივების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გუნდის ფორმირება იყო, გუნდისა, რომელიც თავისი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზებით შეძლებდა ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენას ოთხწლეულის ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე.

ფედერაციის გამგეობის წევრთა შეჯერებული პოზიციებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაკა გიორგობიანმა,    ოფიციალურად დაასახელა ქართველ მოციგურავეთა გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომლებიც დაიცავენ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს 2022 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.

ერთეული, მამაკაცები: მორის ყვითელაშვილი;

ერთეული, ქალები: ანასტასია გუბანოვა;

სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა/გიორგი რევია;

სპორტული წყვილები: კარინა საფინა/ლუკა ბერულავა

სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე (ქალები), ნიკა ეგაძე (მამაკაცები), ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები)

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში გაიმართება 2 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით, ფიგურულ ციგურაობაში კი გუნდური ასპარეზობა დაიწყება 4 თებერვლიდან.

altქართველი მოთხილამურეების ოლიმპიური ლიცენზია

 

altმოციგავე ქუმარიტაშვილი ოლიმპიადაზე - საბას ლიცენზია

altზამთრის ოლიმპიადაზე სატრანსპორტო სახელმძღვანელო შეიმუშავეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო ხო...გუბაროვა, კაზანოვა, საფინა,მეტელკინა და დანიელ პარკმანი-ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა გუნდი???..
lupa
13:26 19-01-2022
6

სიახლეები პოპულარული