ამბავი, რომელიც ყველას გულს უჩუყებს - საბა ქუმარიტაშვილმა ნოდარის მისია 12 წლის შემდეგ შეასრულა

AutoSharing Option
ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ზუსტად 14 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრაგიკულად დაიღუპა.

საბა ქუმარიტაშვილი ის ქართველი მოციგავეა, რომელმაც როგორც სპორტსმენებს, ისე რიგით ადამიანებს, გული აუჩუყა. სპორტსმენს სურდა, აესრულებინა ოცნება, რომელიც მისმა ბიძაშვილმა, ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წელს ვერ აისრულა.

12 წლის შემდეგ, 2022 წელს, დაღუპული ბიძაშვილის სახელისა და მისი ოცნების გასაგრძელებლად საბა ქუმარიტაშვილმა მონაწილეობა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო.

"ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, ძალასაც მმატებს. ყველა თაობაში ერთი მოციგავე მაინც გვყავდა და ახლა მეც მის
ნაბიჯებს მივყვები“, – განაცხადა საბამ ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე.

უცნაური დამთხვევაა, რომ საბა ზუსტად იმ ასაკში იყო (21 წლის), როდესაც მისი ბიძაშვილი ვანკუვერში გაემგზავრა. ქუმარიტაშვილი მედლისგან შორს აღმოჩნდა, მაგრამ სპორტსმენი მაინც კმაყოფილია, რადგან მან ერთგვარი მისია შეასრულა:

"აღფრთოვანებული ვარ. გულწრფელად გითხრათ, ცოტას ვნერვიულობდი. საკუთარი თავით ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს საბა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altპეკინი 2022. ქუმარიტაშვილმა ორი დაშვება შეასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბრავო ძმაო. სუპერსაქციელია. გილოცავ და წარმატებას გისურვებ!
bacho
17:50 07-02-2022
0
ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად და მათი შეცდომის,ცოტათი მაინც კომპენსირებისათვის,საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა,მაშინ საქართველოში საციგაო ტრასის აშენების პირობა მოგვცა.საციგაო არ აშენებულა და ამაზე არც ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტს ამოუღია ხმა.ფაქტია,რომ რაღაცა მიჩუმათდა,მაგრამ არც ქართული მედია იღებს ამაზე ხმას.არადა დანაპირები რატომ არ შესრულდა,ამის ახსნას,ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნაც იმსახურებს და სპორტის ქართველი გულშემატკივარიც.ეს ტრასა რომ გვქონოდა,საბას შედეგებიც გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სხვა სპორტსმენებიც დაწინაურდებოდნენ,ამ დისციპლინაში და საერთაშორისო ტურნირების გამართვასაც შევძლებდით.
სოსო
15:27 12-02-2024
0

სიახლეები პოპულარული