პუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გადაცემული ოქროს ოლიმპიური ორდენი გამოითხოვა.

ოლიმპიური ორდენის დაბრუნება მოუწევთ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, დმიტრი ჩერნიშენკოს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს.

ოლიმპიური ორდენი - ეს არის IOC-ის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altრუსეთის უეფადან მოკვეთა - ახალი სანქციების მოლოდინში

altარც სახელწოდება, არც დროშა, არც ჰიმნი - რუსული ფეხბურთი მწარედ დასაჯეს

altრუსეთი როგორც

კეთროვანი - სრული წარუმატებლობა სამხედრო და საფეხბურთო ფრონტზე


მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ რატო მისცა ეს ჯილდოები სოკ მა, კარგია აზრზე რომ მოდიან!
Irakli
11:17 01-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული