უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს"

AutoSharing Option
ომი არ არის მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა; რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასახავს ომის დარტყმის შედეგებს უპრეცედენტო სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და სპორტული იზოლაციით.

მოსკოვის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მეგობრები, გავლენების დაკარგვის საფრთხის ქვეშაა. რუსი ოლიგარქები მრავალი წლის განმავლობაში იპარავდნენ სიმდიდრეს, რომლითაც ევროპასა და ამერიკაში სარგებლობდნენ,  მათ შორის, სპორტშიც.

არსებობს ფრაზა, რომლის პერიფრაზიც ასე შეიძლება - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს“. როგორც ჩანს, სპორტს დიდი ფული მართავს და პოლიტიკა მისთვის უცხო აღარ არის, როგორც ამას ოდესღაც სპორტის
ბევრი მმართველი ორგანო ამტკიცებდა.

გამოჩენილი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი რუსეთის მოქალაქეა. მან განაცხადა, რომ  "მშვიდობის ხელშემწყობია", მაგრამ ეს საკმარისი არაა. ყოფილმა დეპუტატმა ჯორჯ გალოვეიმ დანაშაული უწოდა იმას, საკუთარი მთავრობა რუსმა სპორტსმენებმა მკაცრად არ დაგმონ.

24 თებერვალს დაწყებული ომიდან რეკორდულ დროში რუსი სპორტსმენები თითქმის ყველა სპორტული ტურნირიდან გააძევეს. ძიუდოისტ პუტინს სპორტის ამ სახეობის მმართველმა ორგანომ საპატიო სტატუსი ჩამოართვა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 1-ელ მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც "რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის (RTF) დაუყოვნებლივ შეჩერება" ასახა.

ამას სხვა სახეობებიც მოჰყვა, მათ შორის, მშვილდოსნობა, ბადმინტონი, ბეისბოლი, ტაეკვონდო, ტრიატლონი და ფრენბურთი. ფიფამ შეაჩერა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუსული "გაზპრომის" სპონსორობა.

ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა რომან აბრამოვიჩს და გაუყინა "ჩელსის" საკუთრება, მაგრამ მას მაინც ჰყავს თავისი მომხრეები. ისრაელის მთავარი რაბინი დევიდ ლაუ და სამედიცინო ცენტრის დირექტორი იცჰაკ კრეისი მოუწოდებენ აშშ-ს, არ დაუწესოს სანქციები ოლიგარქს, რადგან ის არის სიონისტური მიზნების მთავარი დონორი. დევიდ კლიონის, Jewish Currents-ის რედაქტორის თქმით, ეს ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა ებრაულ ორგანიზაციასა და მიზანს გადაეცემა.

რუსეთი და პუტინი შეჩერებას არ აპირებენ, სანქციები კი გაიზრდება...

alt"ოქროს ბურთის" მფლობელი უკრაინელი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის

altუსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

altუკრაინას თავს შენც ესხმი - ნორვეგიელი ოლიმპიური ჩემპიონი რუს მეგობარს დაუპირისპირდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერის პრობლემა ადამიანურ გაგებაშია. სიცოცხლის ფასი იმდენად არის გაუფასურებული, რომ ვერც იგებენ რა ბოროტება მოაქვს უკვე ათეული წლებია მათ ქვეყანას. მათ სპორტსმენებს იგივე პრობლემა აქვთ რაც მთელ მოსახლეობას. ამიტომ იზოლირებული უნდა იყვნენ მსოფლიოსაგან. რაც შეეხება აბრამოვიჩის ისიც ისეთივე რუსია მენტალობით. აბრამოვიჩი თუ რამე ორგანიზაციას აფინანსებს იზრაელში და სარგებელი მოაქვს მათვის, ისინი გაუფრთხილდნენ თვითონ. რადგან ის ებრაული წარმოშობის რუსია და ამიტომაც ეხმარება.
G.LA
15:51 22-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული