"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

AutoSharing Option
მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა Match TV-სთან საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე ისაუბრა.

"ყაველაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სამაგიეროდ მას კარგად იცნობის ვალერი გეორგიევიჩ გაზაევიი, რომელიც ფეხბურთელობის დროს "ალანიაში" ავარჯიშებდა.

შემდეგ წავიდა ინგლისში და ითამაშა საზღვარგარეთ. მიხარია, რომ პრეზიდენტად აირჩიეს. ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთელები გაუნათლებელი ხალხია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

სსრკ-ში ბევრი ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ზოგიერთი მათგანი სპორტის მინისტრობის კანდიდატი გახლდათ. ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანი ხალხია. მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი საპატივცემულო
პროფესიად იქცევა", - განუცხადა კავაზაშვილმა Match TV-ს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სსრკ ს დროს იყო ასეთი გამოთქმა:დედას ჰყავდა 3 შვილი ორი ჭკვიანი და ერთი ფეხბურთელიო.
ლაშა
14:55 15-12-2024
12
ორთავეს, საქებარსაც და მაქებარსაც, შე….ათ ვალერი გეორგევიჩ გაზაევმა!:)))
პაატა
14:38 15-12-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული