ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენის მარში, ანანდის ფიასკო

AutoSharing Option
7 სექტემბერს მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის საპასუხო ორთაბრძოლები გაიმართა.

ბაადურ ჯობავა (2702) პირველ პარტიაში შავი ფიგურებით ჩინელ იუ იანს (2750) მე-18 სვლაზე დაუზავდა, გუშინ კი მათი პაექრობა 46-ე სვლამდე გაგრძელდა. თეთრი ფიგურებით ჩვენებური იყო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და დღეს მათ შორის უძლიერესს, როგორც პირველ რაუნდში, ტაიბრეიკი გამოავლენს.

დღევანდელმა ტაიბრეიკებმა სულ მესამე ეტაპის 22 წარმომადგენლის ვინაობა უნდა დაასახელოს. მათ შორის - ადიბანისა (ინდოეთი, 2670) და ევროპის ექსჩემპიონ იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი, 2741) წყვილში. მათი ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა.

ჯერჯერობით
ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი მიდის სრული სვლით - განვლილ ორ ტურში მან ოთხივე პარტია მოიგო. გუშინ მან ისევ აჯობა ალექსეი დრეევს (რუსეთი).

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი, 2804) ბორის გრაჩევთან (რუსეთი, 2654) მეორე პარტია ზავით დაასრულა, მინი-მატჩში 1,5:0,5 გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა. მსოფლიოს ექსჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2794) კანადელ ანტონ კოვალიოვს (2649) დაუზავდა, 0,5:1,5 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ფავორიტთა უმრავლესობის განმეორებითი შეხვედრებიც მშვიდობიანად დასრულდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული