ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

AutoSharing Option
22 აპრილს 42 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე გარდაიცვალა.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელში მისი დახმარების შესახებ რეკვიზიტები გავრცელდა. სამწუხაროდ, ხურციძემ დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის
მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის, მამაკაცთა შორის და ასევე, საქართველოს თასის მფლობელი.

პანაშვიდი: 24-25 აპრილს, 17.00 საათიდან.
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 41.
გამოსვენება: 26 აპრილს, 14.00 საათზე.
მისამართი: სიონის ეკლესიიდან.

Sportall.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანაუგრძნობს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ძალიან საწყენი ამბავია. საბრალო გოგო...
giglia
15:52 23-04-2018
0
უფალმა აცხონოს!
vaxo...
15:49 23-04-2018
0

სიახლეები პოპულარული