18 ივლისს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა წააგო.
საქართველოს ნაკრები დრამატულ ბრძოლაში გერმანიასთან ანგარიშით 9:10 დმარცხდა.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია. ქართველი წყალბურთელები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 20 ივლისს, ერთ-ერთ ფავორიტ იტალიის ნაკრებთან ჩაატარებენ.
გერმანია-საქართველო 10:9
(1:3, 3:2, 3:2, 3:2)
გოლები: 0:1 რურუა, 1:1 იუენგლინი, 1:2 მაგრაქველიძე, 1:3 ბაღათურია, 2:3 რეიბელი, 2:4 გეგელაშვილი, 3:4 რეიბელი, 4:4 რილი, 4:5 ქავთარაძე, 5:5 ეიდნერი, 5:6 ბაღათურია, 6:6 სტამი, 7:6 რილი, 7:7 იელაცა, 7:8 ცრეპულია, 8:8