ევროპის ჩემპიონატი. წყალბურთი: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
20 ივლისს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა წააგო.

ჩვენი გუნდი იტალიასთან 3:14 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში უკანასკნელი, მე-4 ადგილი დაიკავა და ბრძოლას მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის განაგრძობს.

22 ივლისს ჩვენი გუნდი თურქეთს შეხვდება, რომელმაც თავის ჯგუფში ყველა მატჩი წააგო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული