16 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ჩაატარა.
ჩვენი გუნდი 9-10 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატიას შეხვდა და ანგარიშით 6:11 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები ლაშა ალავიძემ (3), ვალიკო დადიანმა (2) და ლუკა ჩიქოვანმა გაიტანეს.
საბოლოოდ ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე მე-10 ადგილზე დაიკავეს.
ნახევარფინალები 17 აგვისტოს გაიმართება, სადაც ესპანეთი, უნგრეთი, იტალია და საბერძნეთი გავიდნენ.
ტურნირის ფინალი 18 აგვისტოს 20:30 საათზე დაიწყება.