ჩემპიონთა ლიგა. "დინამომ" ხორვატიაში "მლადოსტთან" ვერაფერი გააწყო

AutoSharing Option
19 ოქტომბერს წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისის "დინამო" ზაგრების "მლადოსტს" ხორვატიაში ესტუმრა და 11:20 დამარცხდა.

შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და თბილისურმა გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ხორვატებმა პირველ მეოთხედში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი, როცა 8:2 დაამარცხეს თბილისის "დინამო". წავაგეთ მეორე და მესამე მეოთხედიც (1:3; 4:6), მხოლოდ ბოლო მეოთხედში შევძელით გვეთამაშა თანაბრად 4:4.

ჩვენგან გოლები გაიტანეს: მარკო ელაჩა (4), რევაზ იმნაიშვილი (2), ანდრია ბითაძე (2), მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა (1), გიორგი მაგრაკველიძე (1).

თბილისელები პირველ ტურში ესპანურ "ტერასასთან" დამარცხდნენ 5:9 და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ. შემდეგ შეხვედრას "დინამო" 30 ოქტომბერს თბილისში გამართავს და "ბუდაპეშტს" დაუპირისპირდება.

რვა გუნდიანი ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გადის.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული