თბილისის "დინამომ" მეშვიდე მატჩიც წააგო - ამჯერად 9:24

AutoSharing Option
9 დეკემბერს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტურში თბილისის "დინამო" იტალიაში 9:24 დამარცხდა "პრო რეკოსთან".

ჩემპიონთა ლიგის რვაგზის გამარჯვებულმა და B ჯგუფის ლიდერმა ჩვენს გუნდს უპრობლემოდ სძლია (პირველი ტაიმი 8:0 მოიგო), რომელმაც პირველი წრე გამარჯვების გარეშე დაასრულა.

"დინამოდან" 4 გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა.

შემდეგ შეხვედრაში "დინამო" 4 თებერვალს, "პრო რეკოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭებმა,ყურები არ უნდა ჩამოყარონ.ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა გუნდისათვის,მაგრამ თუ ასე უზარმაზარი ანგარიშით დავიწყეთ წაგება,აზრი დაეკარგება ყველაფერს.ცხადია,რომ სხვა გუნდები გაცილებით ძლიერები ჩანან,ჩვენთან შედარებით,მაგრამ ჰანოვერთან გასვლაზეც გვექნება შანსი და ეს უნდა გამოვიყენოთ.დანარჩენ მეტოქეებთან კი,თუ ყველაფერი არ ჩავდეთ ბრძოლაში,წინსვლა არ გვექნება.ეს ტურნირი სკოლად უნდა გამოიყენონ ჩვენმა ბიჭებმა და ყოველ წაგებაზე ისწავლონ.სხვანაირად,გამარჯვება არ მოვა
სოსო
12:29 10-12-2019
0
რავა ყველა ტურნირზე გამოცდილების მისაღებად დავდივართ
goga
11:44 10-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული