საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პოდგორიცას ტურნირის ბოლო მატჩში გერმანიას სძლია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროში პოდგორიცას საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრები გერმანიას, საფრანგეთსა და მონტენეგროს დაუპირისპირდა.

ამ სამი შეხვედრიდან ჩვენმა ნაკრებმა, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, გერმანიის ნაკრები 10:7 დაამარცხა, საფრანგეთთან 9:12 დამარცხდა, ხოლო მონტენეგროსთან 10:16 წაგო.

მონტენეგროს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, ნიკა შუშიაშვილი, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კ), გიორგი მაგრაქველიძე, ფაბიო ბარალდი, ბორის ვაპენსკი, სანდრო ადეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს უნგრეთის
დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 34-ე ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. სულ ტურნირზე 16 ნაკრები იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და საბერძნეთთან ერთად მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ელეზი რა იქნა? :O
ვვვ
17:34 06-01-2020
0

სიახლეები პოპულარული