ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 11:15 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტანოევიჩის გუნდმა 5:9 წააგო, მესამე პერიოდი უკეთ ჩაატარა, სხვაობა ორ ბურთამდე (11:13) შეამცირა, ბოლო მეოთხედში კი მეტოქემ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა A დივიზიონის B ჯგუფში ორ მატჩში განიცადა მარცხი და ჯგუფში ბოლო შეხვედრას 8 იანვარს საბერძნეთთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ, ჯგუფიდან პირდაპირ მეოთხედფინალში ორი საუკეთესი გავა, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეორე დივიზიონის ჯგუფების ორ-ორ საუკეთესოს დაუპირისპირდებიან და დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.