ელენე გედევანიშვილი: არ გამოვრიცხავ, ეს ჩემი ბოლო ოლიმპიადა იყოს

AutoSharing Option
ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე 16 თებერვალს პირველი ღია ვარჯიში გამართა.

გედევანიშვილმა, სხვა მოციგურავეებთან ერთად, ოლიმპიურ ბაზაზე მდებარე საციგურაო ყინულის დარბაზ "აისბერგში" ივარჯიშა, სადაც ფიგურული სრიალის შეჯიბრება ტარდება.

ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადაზე 19 და 20 თებერვალს გამოვა. 19 თებერვალს ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოკლე პროგრამა გაიმართება, 20 თებერვალს კი თავისუფალი პროგრამა ჩატარდება და შესაბამისად, მედლები გათამაშდება.

"ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა. მე ამ მხრივ გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ მესამედ მიწევს წარვსდგე ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ფორუმზე.

ჯერ არ ვიცი, მომავალში
როგორ წარიმართება ჩემი კარიერა.

არ გამოვრიცხავ, ეს ჩემი ბოლო ოლიმპიადა იყოს და მინდა მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო, ჩემი საუკეთესო შედეგი ვაჩვენო და გულშემატკივარიც გავახარო",
- განაცხადა გედევანიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიქაელი სადაა ამ დროს
dato
18 თებერვალი 2014 10:07
0
Tamazi bidzia kalistaritaria?
თალიკო ციმაყურიძე
18 თებერვალი 2014 02:08
0
ელენე შვილო სად მიდიოდი სად,რას ეძებ?
Tamazi
17 თებერვალი 2014 21:15
0
წარმატებებს ვუსურვებ!
ქეთი
17 თებერვალი 2014 16:58
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ელენე და შენი წარმატებული გამოსვლით გაგეხარებინოს ქართველები. ა მ ი ნ !
ჯონი57
17 თებერვალი 2014 15:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული