ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს

AutoSharing Option
"უილიამსის" ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ გუშინ ოფიციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დატოვებს ფორმულა 1-ს.

"ამ მომენტში იმაზე მეტად ვნერვიულობ, ვიდრე ნებისმიერი რბოლის წინ. კარიერა 27 წლის წინ, კარტინგში დავიწყე და 15 შესანიშნავი წელი გავატარე ფორმულა 1-ში. ახლა, მოვიდა დრო გამოვაცხადო, რომ ეს არის ჩემი ბოლო სეზონი ამ სერიაში.

წინ კიდევ რვა რბოლა მრჩება და ვეცდები მაქსიმალური სიამოვნება მივიღო", - განაცხადა 35 წლის ბრაზილიელმა.

მასა ფორმულა 1-ში 2002 წელს მივიდა და სამი სეზონის განმავლობაში "ზაუბერის" ღირსებას იცავდა.
ამის შემდეგ, მან "ფერარიში" თანამემამულე რუბენს ბარიკელო შეცვალა. "სკუდერიაში" გატარებული რვა სეზონის შემდეგ კი იყო ტრანსფერი "უილიამსში", სადაც ფელიპე დღემდე გამოდის. ამ მომენტისთვის, მასა 39 ქულით მეათე ადგილზეა საერთო ჩათვლაში.

რაც შეეხება კარიერულ მონაგარს, ფორმულა 1-ში მასამ 242 გრანპრი ჩაატარა, მოიგო 11 და 41-ჯერ ავიდა პოდიუმზე. პირად ჩათვლაში საუკეთესო შედეგი 2008 წელს ჰქონდა, როცა ბოლო ეტაპის ბოლო წრეზე წააგო ტიტულისთვის ბრძოლა ლუის ჰემილტონთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული