ფორმულა 1. იაპონიის გრან პრი: ნიკო როსბერგი პირველია, ლუის ჰემილტონი - მესამე

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მე-17 ეტაპზე - იაპონიის გრან პრიზე გამარჯვება "მერსედესის" გერმანელმა პილოტმა ნიკო როსბერგმა იზეიმა, რომელმაც სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო.

სუზუკას ავტოდრომზე ფინიშზე მეორე ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") მივიდა, მესამე კი "მერსედესის" პილოტი, ბრიტანელი ლუის ჰემილტონი იყო.

ამრიგად, ნიკო როსბერგმა (313), რომელიც საერთო ჩათვლას ლიდერობს, მდევარ ჰემილტონთან (280) სხვაობა 33 ქულამდე გაზარდა. ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი - აშშ-ის გრან პრი 21-23 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული