ფორმულა 1. მექსიკის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-19 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- მეხიკოში პოული 59-ეა კარიერაში ლუის ჰემილტონისთვის, მეათე სეზონში და პირველი მექსიკურ ტრასაზე. გასულ წელს, ლუისმა 11-ჯერ აიღო სტარტი პოულიდან.

- ჰემილტონმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - მას უკვე 24 ტრასაზე აქვს მოგებული კვალიფიკაცია.

- სეზონში მე-18 პოულის მოპოვებით, "მერსედესმა" გაიმეორა "რედ ბულის" მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი. თუ წელს, გერმანული საჯინიბოს პილოტები კიდევ ერთხელ შეძლებენ კვალიფიკაციის მოგებას, "მერსედესი" აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება.

- ნიკო როსბერგმა სეზონში
მეთვრამეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და ამით გაიმეორა სებასტიან ფეტელის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი.

- ზედიზედ 25 რბოლაა, "მერსედესის" მინიმუმ ერთი პილოტი იდგა სასტარტო ბილიკის პირველ რიგში. და პირიქით, ბოლო 25 რბოლაა, პირველი რიგიდან არ აუღიათ სტარტი "ფერარის" პილოტებს.

რბოლა
- მეხიკოში გამარჯვების შემდეგ, ლუის ჰემილტონმა კარიერაში მოგებული რბოლების რაოდენობა 51-მდე აიყვანა. ამით ის გაუთანაბრდა ალენ პროსტს. უფრო მეტი მოგება მხოლოდ მიხაელ შუმახერს აქვს - 91.

- მეხიკოს ტრასა 23-ეა, რომელზეც ჰემილტონს გაუმარჯვია. მან გაიმეორა მიხაელ შუმახერის რეკორდი, ხოლო თუ ბრაზილიაში მოიგებს, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება.

- "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში 17 რბოლა მოიგო.

- ჰემილტონმა კარიერაში 30-ე რბოლა მოიგო პოულიდან. მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჰქონდა უფრო მეტი ასეთი დუბლი - 40.

- ერთბაშად სამმა პილოტმა შეცვალეს ერთმანეთი მესამე ადგილზე. მესამემ ფინიშის ხაზი მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა, პოდიუმის მესამე საფეხურზე სებასტიან ფეტელი ავიდა, ხოლო საბოლოო ოქმში მესამე ადგილი დანიელ რიკარდოს ერგო. სეზონის შედეგების მიხედვით, ავსტრალიელმა გაინაღდა მესამე ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში.

- დანიელ რიკარდომ გაიმეორა თავისი ყველაზე წარმატებული სერია - ზედიზედ 15 რბოლაში დააგროვა ქულები. უფრო გრძელი სერიები ექვს პილოტს ჰქონია - შუმახერს, ალონსოს, ფეტელს, ჰემილტონს, როსბერგსა და რაიკონენს. ამ უკანასკნელს ეკუთვნის რეკორდი - 27 შედეგიანი რბოლა ზედიზედ.

- ვალტერი ბოტასმა დაამყარა სიჩქარის რეკორდი ფორმულა 1-ში - 327 კილომეტრი საათში. წინა რეკორდი (370.1 კმ/სთ) კიმი რაიკონენს ეკუთვნოდა და ის 2005 წელს, მონცაზე იყო დამყარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული