
30 ოქტომბერს საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 95-ეა, ტურნირში მე-3 ნომრად განთესილ ივო კარლოვიჩს ხვდებოდა.
ვეტერანი ხორვატი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია და შეხვედრის აშკარა ფავორიტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენებურმა ღირსეულად იბრძოლა და მხოლოდ სამ სეტში დამარცხდა - 5:7, 6:4, 3:6.
შეხვედრა საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. მატჩები დახურულ კორტებზე მიმდინარეობს.