"რიოს შემდეგ, ალბათ, მე ვიყავი მთელს მსოფლიოში ყველაზე საძულველი ადამიანი. იყო რამდენიმე მომენტი, როცა ატირებული ვფიქრობდი: "თუ დასაძინებლად წავალ, ვეღარასოდეს გავიღვიძებ და ეს კარგი იქნება". ახლოს ვიყავი თვითმკვლელობასთან", - განაცხადა ლოხტემ ESPN-თან კომენტარში.
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დროს, მოცურავემ განაცხადა, რომ ის და მისი სამი თანაგუნდელი ტაქსიში იარაღის მუქარით გაძარცვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მთვრალმა ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მისმა პარტნიორებმა დებოში მოაწყვეს ბენზინგასამართ სადგურზე,
ლოხტეს 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, გარდა ამისა, მასთან კონტრაქტი გაწყვიტა რამდენიმე სპონსორმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"