მედლებისთვის 29 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ. ჩვენებმა პირველ წრეში სინგაპურს მოუგეს 45:18 და მეორეში ინდოელების მძლეველ (45:17) ამერიკელებს დაუპირისპირდნენ.
ოკეანისგაღმელები უფრო მომზადებული აღმოჩნდნენ და 45:34 აჯობეს ქართველებს.
IX-XVI ადგილებისთვის ბრძოლაში ჩვენები უკრაინასთან დამარცხდნენ - 38:45, ხოლო იაპონიას (45:29) და კანადას (45:38) მოუგეს და მე-13 ადგილზე გავიდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"