საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსფოლიოს ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს მოხმალავეთა ნაკრებმა (სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე) 24 ივლისს ლაიფციგში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა.

მედლებისთვის 29 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ. ჩვენებმა პირველ წრეში სინგაპურს მოუგეს 45:18 და მეორეში ინდოელების მძლეველ (45:17) ამერიკელებს დაუპირისპირდნენ.

ოკეანისგაღმელები უფრო მომზადებული აღმოჩნდნენ და 45:34 აჯობეს ქართველებს.

IX-XVI ადგილებისთვის ბრძოლაში ჩვენები უკრაინასთან დამარცხდნენ - 38:45, ხოლო იაპონიას (45:29) და კანადას (45:38) მოუგეს და მე-13 ადგილზე გავიდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული