ავთანდილ ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ

AutoSharing Option
შეერთებულ შტატებში დაკავებული პროფესიონალი მოკრივის ავთანდილ ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. დაკავებულის დედის მაყვალა ხურციძის თქმით, ამ დრომდე ოჯახს არავინ დაკავშირებია.

"ვინც არ უნდა იკითხოს, ან სადაც არ უნდა იკითხოს, არავინ არ იტყვის ავთანდილზე ცუდს. შეცდომას აქვს ადგილი. უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, როგორმე დაეხმარონ. არასოდეს არ დამხარებია არავინ არაფერში. ახლა მაინც დაეხმარონ და გამოუშვან ციხიდან", - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩართული დარწმუნებული ვარ იქნება საელჩოც და საგარეოც მაგრამ რითი უნდა დაეხმარო? ციხიდან გამოიყვანონ რას ნიშნავს, სკოფილდი შეუშვან?
fraternity
10:01 12-06-2017
0
ღOგორ გული მეტკინა Mაკვალა. შHენტან ერტად ვტირი Mეც. Iმედს ვიტოვებ რომ Dაამტკიცებს ტავის უდანასჰაულობას ჩHვენი ბიჩI. Uპალი იკოს მისი Mფარველი. თKვენ ცხოვრებასჰი არავის Iმედიტ არ Gიცხოვრიატ არასდროს. Aმხელა წარმატებას ტავისი თAვდაუზოგავი სჰრომიტ მიაგწია Dა ნუ Gესჰინია, იმასაც სჰეზლებს თAვის სიმარტლე დაამტკიცოს.
Mე მაინც ვფიკრობ რომ Vიგაცას ხელს აწკობდა Aვტოს დაბლოკვა და Mოახერხა.....
Ketino.
22:38 11-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული